Belive

რობერტო მანჩინის იტალიის მთავარ მწვრთნელად აბრუნებენ

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წყარო, მათ შორის ჯანლუკა დი მარციო აცხადებს, რომ რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელის თანამდებობაზე მთავარი კანდიდატია - ის სილვიო ბალდინის შეცვლის.

61 წლის მანჩინი უკვე ხელმძღვანელობდა იტალიას (2018 წლიდან 2023 წლამდე), მოიგო ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს, მაგრამ ვერ შეძლო მომდევნო წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა.

ჯენარო გატუზომ „აძურის“ მწვრთნელის თანამდებობა გასული წლის მარტში დატოვა (მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა და მის ნაცვლად მოვალეობის შემსრულებლად ბალდინი დაინიშნა - მან ივნისში ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან ამხანაგურ მატჩები ჩაატარა, სადაც ორივე მატჩი 1:0 მოიგო). ბალდინი 21 წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურდა და მუშაობას დაუბრუნდება, როგორც კი პირველი გუნდის ახალი მწვრთნელი დაინიშნება.

ვარაუდობენ, რომ მანჩინი 2030 წლამდე წელიწადში 2 მილიონი ევროს ანაზღაურების მქონე კონტრაქტს გააფორმებს. მანჩინიმ „აძური“ 2023 წელს დატოვა და საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა. მან არაერთხელ აღიარა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრებიდან წასვლა შეცდომა იყო და ამ გადაწყვეტილების გამო სინანული გამოთქვა.