რობერტო კარლოსმა საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელა
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"დიდებული კაპიტანი - ჯონ ტერი. რა თქმა უნდა ლამპარდი და ჯერარდი გასაოცარი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ტერი ყველასაგან გამორჩეულია". "ჩემთვის საოცნებო იყო "უემბლიზე" თამაში და ოცნება ამიხდა - ეს იყო დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდა და ინგლისელი ფანებისგან უდიდესი პატივისცემა ვიგრძენი. ამ ყველაფრის დავიწყება შეუძლებელია". "ინგლისური ფეხბურთი ძალიან მიყვარს. გასაოცარია სტადიონებზე შექმნილი ატმოსფერო და ფეხბურთელების მაღალი დონე. ინგლისური ფეხბურთი უბრალოდ ინგლისური ფეხბურთია - პრემიერ ლიგა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია", - აღნიშნა რობერტო კარლოსმა.