Belive

რობერტ სანჩესი: "კუკურელიას იამალი ჯიბეში უზის და მისით თამაშობს"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის (ლიგის ფაზა) მეხუთე ტურში ლონდონის ჩელსიმ ბარსელონას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ინგლისელებმა ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს კატალონიელებს. ბრწყინავდა ჩელსის 18 წლის ბრაზილიელი ესტევაო, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა და მთელი მატჩის განმავლობაში არიგებდა უმწვავეს გადაცემებს, სამაგიეროდ ჩრდილში იყო ლამინე იამალი, რომელსაც მისი მეგობარი და თანაგუნდელი - მარკ კუკურელია საოცრად დაუდგა და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგრად აჯობა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჩელსის მეკარემ - რობერტ სანჩესმა, ლამინე იამალის შესახებ დამცინავი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კუკურელიამ იგი ჯიბეში ჩაისვა და მისით თამაშობს.

"ამის მერე ნუღარ მკითხავთ ვინ არის ლიგის მთავარი ფავორიტიო - მემგონი ყველაფერი დამატკიცეთ, ნუ მინიმუმ ის მაინც, რომ ბარსელონაზე მეტად ჩვენ ვართ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები.

რაც შეეხება ლამინე იამალს, მე მგონი დღეს საერთოდ არ თამაშობდა. უი კი ითამაშა, მაგრამ კუკურელიამ იგი ჯიბეში ჩაისვა და მისით ითამაშებს..." - რობერტ სანჩესი

5 ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ცხრილში, ჩელსი 10 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო ბარსელონა მე-15 ადილზეა და ამ მომენტისთვის, ერთი დამატებითი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, დარჩენილ 3 შეხვედრაში მაქსიმალური ქულების მოპოვება მოუწევს.

სხვა სტატიები