Belive

რივერ პლეიტისა და დეფენსა ი ხუსტისიას მატჩი სტადიონზე ქომაგის გარდაცვალების გამო შეწყდა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრა ,,რივერ პლეიტსა'' და ,,დეფენსა ი ხუსტისიას'' შორის, სტადიონზე ფანის გარდაცვალების გამო ვერ დასრულდა.

პირველი ტაიმის შუაში მსაჯმა თამაში მას შემდეგ გააჩერა, რაც შეატყობინეს, რომ ტრიბუნიდან ადამიანი გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

,,რივერ პლეიტის'' ოფიციალური განცხადების თანახმად, 53 წლამდე მამაკაცს არავინ შეხებია და მასზე არანაირი ძალადობის ფაქტი არ დასტურდება.

,,ის ადგილზევე გარდაიცვალა. გულშემატკივარი 15 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნისას მძიმედ დაშავდა. ის დაეცა ან წაბორძიკდა, სხვა ადამიანის შეხებას ადგილი არ ჰქონია,'' - განაცხადა სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა, ალბერტო კრეშენტიმ.

სხვა სტატიები