რივერ პლეიტის კატასტროფული ანტირეკორდი | 1926 წლის შემდეგ პირველად...
არგენტინული ფეხბურთის გამორჩეული გრანდი - რივერ პლეიტი 2025 წელს კატასტროფულ სვლას განაგრძობს.
არგენტინის ჩემპიონატის მე-14 ტურში, რივერ პლეიტმა 'მონუმენტალზე' ხიმნასიას უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. 14 ტურის შემდეგ, რივერ პლეიტი მე-6 პოზიციაზეა და პირველადგილოსანს 9 ქულით ჩამორჩება.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ რივერ პლეიტი ბოლო მატჩებია კატასტროფულად ასპარეზობს. მარსელო გალარდოს გაწვრთნილი გუნდი ბოლო 10 თამაშიდან 8-ჯერ დამარცხდა, რაც ბოლო 43 წელია არ მომხდარა.
გარდა ამისა, მათ ისეთი ანტირეკორდი დააფიქსირს, რაც 1926 წლის შემდეგ არ მომხდარა, კერძოდ - რივერ პლეიტი შინ ზედიზედ 4 თამაშში 1926 წლის შემდეგ არ დამარცხებულა და 2025 წელს ასეთი ფაქტი დაფიქსირდა.
წააგეს შინ პალმეირასთან 1:2 (კოპა ლიბერტადორესზე)
წააგეს შინ დეპორტივო რიესტრასთან 1:2 (არგენტინის ჩემპიონატი)
წააგეს შინ სარმიენტოსთან 0:1 (არგენტინის ჩემპიონატი)
წააგეს შინ ხიმნასიასთან 0:1 (არგენტინის ჩემპიონატი)
🇦🇷😳 EL 2025 DEL RIVER PLATE DE MARCELO GALLARDO:
— PaseClave (@paseclave__) November 3, 2025
❌ Perdió la Supercopa Internacional vs. Talleres.
❌ Eliminado en 4tos de Final del Apertura como local ante Platense.
❌ Eliminado en Fase de Grupos del Mundial de Clubes.
❌ Eliminado en Cuartos de Final de la Copa… pic.twitter.com/zh6cWAIXrv
ეს ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, როდესაც არგენტინულმა გრანდმა მხოლოდ 2025 წელს ტრანსფერებში $50 მილიონი დახარჯა.
არგენტინელი გულშემატკივრები კლუბში სიტუაციას სასწრაფოდ დალაგებას, მწვრთნელის გაშვებასა და პრობლემის აღმოფხვრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კლუბს ბოიკოტს გამოუცხადებენ და კლუბს ცარიელ ტრიბუნებზე თამაში მოუწევთ.
ამ ყველაფერს კი ის ემატება, რომ არგენტინის ჩემპიონატის მე-15 ტურში, რივერ პლეიტი 'ბომბონერაზე' ბოკა ხუნიორსს ესტუმრება.