Belive

რისი შანსი დაკარგა რამოსმა რეალიდან წასვლის გამო

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
იმის შესახებ, რომ სერხიო რამოსი ლეგენდარული მოთამაშეა, ამაზე მადრიდში აღარანაირი დავა არ მიმდინარეობს. თუმცა ერთი პრობლემა, რომელიც კლუბში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში ვერ გადაიჭრა, რამოსისა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის საკონტრაქტო დეტალების წარმატებით დასრულება გახლდათ. რამოსს "რეალის" მაისურით ყველა შესაძლო გუნდური ტიტული აქვს მოგებული, თუმცა კლუბის დატოვების გამო, მან რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის მიღწევა "დაკარგა".

ყველაზე მეტი მატჩი რეალის რიგებში


REAL MADRID 07/08 BETIS 07/08

რამოსს "ბლანკოსის" რიგებში 671 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით მეოთხეა. რაულთან ერთად, მას იკერ კასილასი (725) და მანოლო სანჩისი (710) უსწრებენ. კლუბში დარჩენის შემთხვევაში სერხიო ამ მხრივ გუნდის ისტორიული ფიგურა გახდებოდა.

ყველაზე მეტი სეზონი



ცენტრალურ მცველს გუნდის რიგებში 16 სეზონის განმავლობაში აქვს ნათამაშები. იმისათვის, რომ ეს რეკორდიც მის სახელს დაკავშირებოდა, აუცილებელი იყო კიდევ 2 სეზონის ჩატარება, რითაც ესპანელი მცველი პაკო ხენტოსა და მიგელ ანხელის რეკორდს გაიმეორებდა.

კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე



ამ რეკორდის მოხსნა, "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივების გარეშეც შესაძლებელი იყო, თუმცა ამისათვის საჭირო იყო, რომ რამოსს გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება კიდევ 2-ჯერ მოეხერხებინა. შეგახსენებთ, რომ რამოსის მადრიდული კარიერა 22 ტიტულს ითვლის.

ყველაზე მეტი სეზონი კაპიტნის ამპლუაში



მადრიდული კლუბის ისტორიაში კაპიტნის სამკლავურს ყველაზე დიდი ხნის, 9 სეზონის, განმავლობაში ხენტო ატარებდა. რამოსს აწ უკვე ჰქონდა პატივი, რომ კაპიტნის ამპლუაში 6 სეზონი ჩაეტარებინა, შესაბამისად რეკორდის მოსახსნელად საჭირო იყო, რომ კლუბში 2024 წლამდე დარჩენილიყო, თუმცა ესპანური კარიერა ფრანგულში გარდაისახა, რამაც ეს შესაძლებლობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა.

ყველაზე მეტი წუთი ლა ლიგაში



ამ სტატისტიკურ მაჩვენებელში, რამოსი მეხუთე პოზიციას იკავებს: მან ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში მოედანზე 43,900 წუთი გაატარა, რითაც რაულს 99 წუთით ჩამორჩება. იკერ კასილასი (45,684), ფრანსისკო ბუიო (48,717) და ანტონი სუბისარეტა (55,746) - ესენი არიან მოთამაშეები, რომლებიც ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში მოედანზე ყველაზე მეტი წუთი გაატარეს, რითაც რაულსა და რამოსს ერთმნიშვნელოვნად ასწრებენ. იმისათვის, რომ რამოსს ეს რეკორდი საკუთარ სახელთან დაეკავშირებინა, საჭირო იყო ლა ლიგაში, სულ მცირე კიდევ 2 სეზონის ჩატარება.  

სხვა სტატიები