Belive

რისი სესხება შეუძლია იტალიის ნაკრებს ნაპოლისგან? - დი ლორენცოს პასუხი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ, ნეაპოლური გუნდის ის თვისებები გამოარჩია, რაც შეიძლება იტალიის ეროვნულმა ნაკრებმაც გამოიყენოს:

,,ეს გარედანაც ჩანს: ,,ნაპოლიში'' ჩვენი კარგი თამაშის გარდა, მოედანზეც კარგ დროს ვატარებთ. ასე იყო ნაკრებშიც ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ზოგიერთმა შედეგმა სიმსუბუქე დაგვაკარგინა. საჭიროა, რომ ეს ენთუზიაზმი ისევ გაჩნდეს. უარყოფითი მომენტები იყო, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს,'' - დი ლორენცოს სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი ციტირებს.

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020 მოიგო, თუმცა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო.

,,ნაპოლი'' შთამბეჭდავ სეზონს ატარებს და სერია A-ს 27 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 71 ქულით ლიდერობს. სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ,,მილანს'' შეხვდება.

სხვა სტატიები