Belive

რიშარლისონმა ზურგზე უზარმაზარი ტატუ ამოისვირინგა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც იცით, კატარის მუნდიალზე ხორვატიის ნაკრებმა შეძლო და ბრაზილია 1/4-ფინალიდან გამოთიშა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებითი დროში კი, ორივე ნაკრებისგან, თითო-თითო გოლი ვიხილეთ. საბოლოოდ გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.

მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა რიშარლისონმა ზურგზე დიდი ტატუ დაიხატა. 25 წლის ფორვარდმა ზურგზე ნეიმარი, რონალდო და საკუთარი თავი ამოისვირინგა. თავად ტატუ არტისტის თქმით, ჯერ ნამუშევარი ბოლომდე დარსულებული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოვარდა, რიშარლისონს შეუძლია აღნიშნული მუნდიალი დადებითად შეაფასოს. გარდა იმისა, რომ მან სერბეთთან დუბლი შეასრულა და მოედანზე მუდამ გამორჩეული იყო, ფორვარდი მის საყვარელ ფეხბურთელს რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას შეხვდა. აშკარაა, რომ მასთან შეხვედრამ ფეხბურთელზე დიდი გავლენა იქონია.

სხვა სტატიები