Belive

რევაზ ჩელებაძე: "თუ ფედერაციას გვერდში არ დაუდგებიან, საქმეს არ ეშველება, ნელ-ნელა ვიძირებით"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"დინამო თბილისის" ვეტერანმა ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" ქართულ საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა.
"ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით, რომ სტადიონზე მე-12 მოთამაშე ვერ შევიყვანეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთს დიდი ყურადღება არ ექცევა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ბიჭები საქმეში სულს და გულს დებენ, მაგრამ სახელმწიფოს სახსრები საკმარისი არაა. თუ გვერდში უფრო სერიოზულად არ დაუდგებიან, საქმეს არ ეშველება. ნელ-ნელა ვიძირებით. კარგია, რომ ვილი სანიოლი ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებს იწვევს. ახლახან შეკრებაზე ყაზახებს შევხვდით და ჩვენზე ბევრად მდიდარ გუნდს აშკარად ვაჯობეთ. ყაზახეთში 5 მილიონ ევროზე მცირე ბიუჯეტი გუნდს არ აქვს. 3 მილიონს სახელმწიფო აძლევს და თუ ევროტურნირებზე თამაშობს, დაფინანსება ორმაგია. საქართველოში ლიდერ გუნდებს 3-4 მილიონი ევრო რომ ჰქონდეს, დანარჩენებს კი 1-1.5 მილიონი, იმდენად ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, ძალიან ბევრს მივაღწევთ. ძალიან მინდა, რომ ეს სამი მატჩები კარგად დამთავრდეს, მაგრამ გაგვიჭირდება. გვიხარია კვარაცხელიას თამაშის ხილვა და მინდა, რომ გაიბრწყინოს. ახლა მთავარია, მწვრთნელი ჩამოყალიბდეს ვის დაეყრდნოს. დასანანია გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა, გული მისკდება, როდესაც ვფიქრობ, რომ შეიძლება, იგი დაიკარგოს", - თქვა ვეტერანმა თავდამსხმელმა და ქობულეთის "შუქურას" ხელმძღვანელმა.
წყარო: საქართველოს პირველი არხი.  

სხვა სტატიები