საფრანგეთის "ლიგა 1"-ის მეორე ტურში "რენმა" "პსჟ"-ს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე 16 წლის ედუარდო კამავინგა გახდა.
ედუარდო კამავინგა ამ მატჩამდე გამორჩეული არ იყო. ის არც არავინ იცოდა, თუმცა "პსჟ"-სთან დაპირისპირებაში 16 წლის ანგოლელი მოთამაშე ყველამ გაიცნო.
კამავინგამ 98%-იანი სიზუსტით გააკეთა გადაცემები, მოიგო ორთაბრძოლები და დრიბლინგიც გამოსდიოდა. კამავინგამ 41 გადაცემიდან 40 ზუსტად შეასრულა. მან საგოლე გადაცემაც მიითვალა და დე კასტილოს გაატანინა.
ედუარდო კამავინგას "რენის" პირველი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 9 მატჩი აქვს ჩატარებული.