Belive

Relovo: "ატლეტიკთან წაგების შემთხვევაში კარლოს დაუყონებლივ გაათავისუფლებენ"

7 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

თითქმის გადაწყვეტილია, რომ კარლო ანჩელოტისთვის ეს ბოლო სეზონია მადრიდის "რეალში", თუმცა როდის გაათავისუფლებენ იტალიელს? რეალი ბევრ რამეზე ფიქრობს, კლუბი ინარჩუნებს 2 ტიტულის მოგების შანსს (ლა ლიგა და კოპა დელ რეი), ასევე პერესი ფიქრობს ზაფხულში გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რომლის მოგებაც პირველი სწორედ მას სურს, ამიტომ მწვრთნელის საკითხი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

Relovo წერს, "ატლეტიკთან" წაგების შემთხვევაში კარლო ანჩელოტი დაუყონებლივ გათავისუფლდება, რათა გუნდმა 'ძველი' იდეების დევნაში დრო აღარ დაკარგოს.

The Athletic-ის მიხედვით, ანჩელოტი ამ ზაფხულს აუცილებლლად დატოვებს რეალს და მიიღებს ბრაზილიის ნაკრების შეთავაზებას, ის სელესაოს 2026 წლის მუნდიალისთვის მოამზადებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიამ გაგზავნა წარმომადგენელი მადრიდში, რათა დასწრრებოდნენ მეოთხედფინალის მეორე მატჩს "არსენალის" წინააღმდეგ. ამ ყველაფერს ერთვის ის ფაქტიც, რომ ხაბი ალონსო მზად არის მისი ადგილი დაიკავოს.

ანჩელოტიმ 2021 წელს, ხელახლა დანიშვნის შემდეგ, რეალის ისტორიის ბრწყინვალე პერიოდს ჩაუყარა საფუძვველი. მან რეალთან ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ეს ორჯერ დაბრუნების შემდეგ გააკეთა. მან ასევე ორი ლა ლიგა, ორი უეფას სუპერთასი, ორი ესპანეთის სუპერთასი, ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის მოუტანა რეალის მუზეუმს.

სხვა სტატიები