Belive

რელიგიური რიტუალი რაფინიასგან - ლიდსის ვარსკვლავმა მოედანი დაჩოქილმა გაიარა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პრემიერ ლიგის უკანასკნელი ტური სანახაობრივი და დრამატული გამოდგა. "მანჩესტერ სიტიმ" დრამატული ქამბექით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა - "ქალაქელთა" სასწაულმა და 5 წუთში გატანილმა სამმა გოლმა, "ლიდსისა" და რაფინიას გმირობა გადაფარა, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დასავლეთ იორკშირელებმა არანაკლებ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად, "ლიდსს" სტუმრად გამართულ შეხვედრაში გამარჯვება ესაჭიროებოდა, ხოლო პარალელურად მიმდინარე მატჩში, "ბარნლის" ქულები უნდა დაეკარგა. "ბარნლი" "ნიუკასლთან" 1:2 დამარცხდა - "ლიდსმა" 94-ე წუთზე გატანილი გამარჯვების მომტანი გოლით, "ბრაიტონი" დაამარცხა, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და პრემიერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. "ბრაიტონისა" და "ლიდსის" დაპირისპირება, მასპინძელთა მარცხით 1:2 დასრულდა - შედეგად, "ლიდსი" მომდევნო სეზონში კვლავ ელიტაში იასპარეზებს. იორკშირელთა ბრაზილიელმა ლიდერმა - რაფინიამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა და "ბრაიტონის" კარი ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით აიღო. მატჩის დასრულების შემდეგ, რაფინიამ რელიგიური რიტუალი შეასრულა და მოედანი დაჩოქილმა გაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ესაა ღმერთისათვის სამადლობელი რიტუალი, რომელსაც სამხრეთ ამერიკელები მაშინ მიმართავენ, როდესაც თხოვნა უსრულდებათ.

რიტუალის შესრულების შემდეგ, რაფინია ტრიბუნაზე ავიდა და გამარჯვება "ლიდსის" ფანებთან ერთად იზეიმა.

სხვა სტატიები