Belive

რეკორდული ტრანსფერი - ვესტ ჰემმა დეკლან რაისის გუნდიდან წასვლა დაადასტურა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ვესტ ჰემის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დეკლან რაისის სანაცვლოდ ,,არსენალმა'' ბრიტანეთისთვის რეკორდული თანხა გადაიხადა. ჯერჯერობით ზუსტი ფასი არ სახელდება, თუმცა აქამდე ბრიტანელ ფეხბურთელში (ჯეკ გრილიში ასტონ ვილადან სიტიში) ყველაზე მეტი - 117 მილიონი ევრო იყო გადახდილი.

დღეს რაისი ,,ჩაქუჩების'' გულშემატკივრებს თავადაც დაემშვიდობა:

,,არ მჯერა, რომ წარმოუდგენელი 10 წელი დასრულდა. ,,ვესტ ჰემი'' მოედანსა და მის გარეთ, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო. დამშვიდობება ადვილი არასდროს არის. ამ გუნდში წარმოუდგენელი ემოციები განვიცადე, მათ შორის იმ ღამით - პრაღაში. ასევე, ,,ვესტ ჰემში'' გავიზარდე, როგორც პიროვნება, ფეხბურთელი და კაპიტანი.

ჩემი კავშირი გულშემატკივრებთან ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბევრს ნიშნავს. მადლობა მშვენიერი მოგონებებისა და ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეებისთვის. ყველანი მიყვარხართ!'' - დაწერა რაისმა სოციალურ ქსელში.

რაისმა გასულ სეზონში ,,ვესტ ჰემის'' მაისურით ჩატარებულ 50 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ინგლისური მედიის ცნობით ,,არსენალი'' ნახევარმცველის სანაცვლოდ 122 მილიონ ევროს გადაიხდის, ტრანსფერს კი ოფიციალურად დღეს დაადასტურებს.

სხვა სტატიები