რეინჯერსს 153-წლიან ისტორიაში ასეთი რამ არ მოსვლია: გლაზგოელები თასზე გამოსვლას გამოეთიშნენ
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, გლაზგოს "რეინჯერსი" შოტლანდიის თასის მერვედფინალიდან გავარდა.
"რეინჯერსმა" მატჩი ამჟამად რანგით მეორე ლიგაში, ჩემპიონშიფში გამომსვლელ "ქუინს პარკთან" დათმო, გუნდთან, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მეათე ყველაზე ძელი კლუბია. ამ ამბავში საინტერესო ის გარემოებაა, რომ გლაზგოელებმა შეხვედრა საშინაო სტადიონზე, "აიბრუქსზე" წააგეს, ეს კი მათ ისტორიაში არასდროს მომხდარა.
1872 წელს დაარსებულ "რეინჯერსს", თავის 153-წლიან ისტორიაში თასის ეგიდით გამართული საშინაო მატჩი რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ გუნდთან არასდროს წაუგია, ეს ფაქტი კი თანაქალაქურმა გუნდმა შეცვალა.
"რეინჯერსი" ამ მომენტისთვის, ჩემპიონატში 25 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა, რაც შეეხება "ქუინს პარკს", მათ ჩემპიონშიფში მეხუთე ადგილი უკავიათ.
"რეინჯერსი" შოტლანდიის 55-გზის ჩემპიონია, რა მაჩვენებლითაც თავის მთავარ მეტოქე "სელტიკს" მინიმალურად უსწრებს, თასზე წარმატებას მათ 34-ჯერ მიაღწიეს, 28-ჯერ ლიგის თასი მოიგეს, ერთხელ კი უეფას თასების მფლობელთა თასს დაეუფლნენ. რაც შეეხება შოტლანდიის ყველაზე ძველ გუნდს, ისინი ქვეყნის თასის მეთერთმეტედ მოგებას შეეცდებიან.