Belive

რეინჯერსის თავდამსხმელის ძალიან უცნაური სტატისტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გლაზგოს "რეინჯერსის" 22 წლის თავდამსხმელი,  ალფრედო მორელოში მიმდინარე სეზონში შედეგიანობით გამოირჩევა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა ახლა მისი სხვა სტატისტიკა უფრო საინტერესოა. შოტლანდიის "პრემიერშიფის" ბოლო ტურში "რეინჯერსი" სტუმრად "აბერდინს" შეხვდა და 2:4 დაამარცხა. ამ მატჩში მორელოშმა დუბლი გაიფორმა, თუმცა 57-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კოლუმბიელმა თავდამსხმელმა "აბერდინის" წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში მესამედ ითამაშა და მოედანი სამივეჯერ წითელი ბარათით დატოვა. ის "პრემიერშიფის" რეკორდსმენიც გახდა, რადგან ერთ სეზონში 3 წითელი ბარათი არავის მიუღია. მორელოშს ერთი წითელი ბარათი ევროპა ლიგის ფლეი-ოფშიც აქვს მიღებული. გამოდის, რომ მიმდინარე სეზონში ის მოედნიდან 4-ჯერ გააძევეს. ალფრედო მორელოში "რეინჯერსში" 2017 წლიდან თამაშობს და 81 თამაშში 41 გოლის გატანა შეძლო.  

სხვა სტატიები