Belive

რეინჯერსის გულშემატკივრებმა მატჩის მიწურულს კვარას შეურაცხყოფა მიაყენეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლიმ" გუშინდელ შეხვედრაში "რეინჯერსს" საკუთარ კედლებში მოუგო. "აიბროქსსზე", იტალიურმა კლუბმა მოწინააღმდეგე 0:3 დაამარცხა. ეს შეხვედრა ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოდან დაიწყო და მოედანზე 89 წუთი დაჰყო.

როგორც ჩანს, შოტლანდიელმა გულშემატკივარმა საკუთარ მოედანზე მარცხი ვერ აიტანა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შეურაცხყოფა მიაყენა. იტალიური გამოცემა areanapoli-ს თქმით, სტიუარდები და მოედნის დაცვა ძლივს აკავებდა ფანების ნაკადს. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბრიტანელებმა ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხყოფა მიაყენეს და რამდენიმე ფეხბურთელზე თავდასხმაც სცადეს.

შემდეგი შეხვედრა ხვიჩას გუნდს 18 სექტემბერს "სან სიროზე" "მილანის წინააღმდეგ ელის. აღნიშნული მატჩი, თბილისის დროით, 22:45 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები