Belive

რეალთან შეხვედრაში საუკეთესო შეფასება ბერნარდუ სილვამ დაიმსახურა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედაში "მანჩესტერ სიტიმ" რეალი 4:0 დაამარცხა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. აღნიშნულ შეხვედრაში ყველაზე გამორჩეული იყო ბერნარდუ სილვა, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც სწორედ მან დაიმსახურა.

პორტუგალიელი ორივე მხარეს საუკეთესო იყო და ყველაზე მაღალი შეფასებაც მან დაიმსახურა. Whoscored-მა ბერნარდუს 9.04 ქულა დაუწერა. კარგი შეხვედრა ჰქონდა კევინ დებრუინსაც, რომელმაც ორი ასისტი მიითვალა და 8.32 ქულაც დაიმსახურა. საინტერესოა, რომ ბელგიელზე მაღალი შეფასება - 8.34 ქულა მიიღო მანუელ აკანჯიმ, რომელმაც მესამე გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ "სიტი" ფინალში "ინტერს" დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა სტამბულში 10 ივნისს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები