Belive

რეალთან მარცხის შემდეგ, პარი სენ ჟერმენმა ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, კლუბის ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს. დღეს პარიზული გუნდის ფეხბურთელების ვარჯიშზე მისვლისას, ბაზის გარშემო არცერთი გულშემატკივარი არ ყოფილა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტერიტორიას კერძო დაცვის სამსახურის 30-მდე თანამშრომელი იცავდა. კლუბში შიშობენ, რომ ფანები მარცხის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,პარი სენ ჟერმენს” 3:1 მოუგო. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი პარიზული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, შედეგად მადრიდელებმა ორი თამაშის ჯამში 3:2 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

სხვა სტატიები