Belive

რეალთან ბარსელონას მარცხით დრეიკმა 600 ათას დოლარამდე წააგო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კანადელმა რეპერმა, დრეიკმა, ,,ელ კლასიკოში'' ,,ბარსელონას'' მარცხის გამო, 600 ათას დოლარამდე დაკარგა.

გუშინ სოციალურ ქსელში მომღერალმა განთავსებული ფსონის სურათი გამოაქვეყნა.

დრეიკმა 833 ათასი კანადური დოლარი (600 ათასი ამერიკული დოლარი) ,,ბარსელონასა'' და ,,არსენალის'' მოგებებზე დადო. ,,მეთოფეებმა'' იმარჯვეს, თუმცა კატალონიური კლუბი ,,რეალთან'' 1:3 დამარცხდა.

,,ბარსელონას'' მოგების შემთხვევაში, კანადელი 2 835 000 დოლარით გამდიდრდებოდა.



დრეიკის წარუმატებელ ფსონს ინსტაგრამში ,,რეალის'' მცველი, დავიდ ალაბა გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში რეპერი მონიშნა და დაწერა: ,,ბოდიში, ძმაო! ,,რეალის'' მოგება ერთადერთი ვარიანტი იყო!''


View this post on Instagram

A post shared by David Alaba (@davidalaba)

სხვა სტატიები