Belive

"რეალში სათამაშოდ ვარ დაბადებული" - ჯუდ ბელინგემი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, "რეალისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგა. მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" სამეფო კლუბმა "ნაპოლი" 4:2 დაამარცხა.

"ნაპოლის" კარში გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორი ჯუდ ბელინგემი გახდა, რომელმაც გულშემატკივარი ბრწინვალე პერფორმანსით აღაფრთოვანა. მატჩის დასრულების შემდეგ, რეპორტიორმა ბელინგემს უთხრა: "მრჩება შთაბეჭდილება, რომ "რეალში" სათამაშოდ ხარ დაბადებული", რაზეც ინგლისელმა ვარსკვლავმა საინტერესო პასუხი დაუბრუნა.

დიახ, მეც ასე ვფიქრობ. მომწონს ის პასუხისმგებლობა, რომელიც გამაჩნია და წნეხი, რომელშიც ვიმყოფები - ამით კმაყოფილი ვარ. ჩემი თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან. - ჯუდ ბელინგემი.

სხვა სტატიები