Belive

რეალს სურს, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ფედერერისა და ნადალის მატჩი მოაწყოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალში'', ,,სანტიაგო ბერნაბეუზე'', როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის შეხვედრის ორგანიზება სურთ. ინფორმაციას Espn-ი ავრცელებს.

ნადალი ,,სამეფო გუნდის'' გულშემატკივარია, როჯერ ფედერერმა კი გუშინ განაცხადა, რომ ლეივერის თასის შემდეგ, რომელიც მომავალ კვირას, ლონდონში, გაიმართება, კარიერის დასრულებას აპირებს.

შვეიცარიელ და ესპანელ ჩოგბურთელს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 40 მატჩი აქვთ ჩატარებული - რაფას ანგარიშზე 24 მოგებაა, როჯერის ანგარიშზე კი - 16.

ფედერერს კარიერაში 20 გრანდ სლემი აქვს მოგებული, რითაც მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩსა (21) და რაფაელ ნადალს (22) ჩამორჩება.

სხვა სტატიები