Belive

რეალს არ სურს, რომ ბრაიმ დიასმა აფრიკის თასზე ითამაშოს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რეალის'' შემტევმა, ბრაიმ დიასმა, რომელიც ესპანეთთან ერთად მაროკოს მოქალაქეცაა, აფრიკის თასზე თამაშის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მადრიდელებს არ სურთ, რომ მათი ფეხბურთელი გუნდს დროებით გამოაკლდეს. როგორც ესპანურ მედიაში იწერება, მაროკოს ფეხბურთის ფედერაცია ,,სამეფო კლუბთან'' მოლაპარაკებებს მართავს.

აფრიკის თასს 2024 წლის 13 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით კოტ-დ'ივუარი უმასპინძლებს.

მიმდინარე სეზონში დიასის ანგარიშზე ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში 1 გოლია.

სხვა სტატიები