Belive

რეალმა უკრაინის დახმარების ფონდში მილიონ ევროზე მეტი გადარიცხა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალმა'' სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ხელმძღვანელობდა, 2021-2022 წლების სეზონი ფინანსური შედეგები გაავრცელა. განცხადებაში საუბარია უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში გადარიცხულ თანხაზეც:

,,სეზონზე განსაკუთრებული გავლენა იქონია აქციამ ,,ყველა უკრაინისთვის''. მადრიდის ,,რეალის'' ფონდის მეშვეობით უკრაინელ ხალხს მილიონ ევროზე მეტი შესწირა.

თანხა განკუთვნილი იყო როგორც საკვებისა და მედიკამენტებისთვის, ასევე, საბნების, საწოლებისა და სხვა აუცილებელი ნივთებისთვის,'' - წერია განცხადებაში.

21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.

უკრაინაში შეჭრის გამო ფიფამ და უეფამ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებები და რუსული გუნდები მკაცრი სანქციებით დასაჯა. რუსეთს სანქციები სპორტის სხვა სახეობებშიც შეეხო.

სხვა სტატიები