Belive

რეალმა რეინეირი წარადგინა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეძენილი ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი რეინიერი ოფიციალურად წარადგინა. 18 წლის ნახევარმცველმა, ჯერ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, შემდეგ კი "სამეფო კლუბის" მაისურთან ერთად ფოტოსესია მოაწყო. "სანტიაგო ბერნაბეუს" დარბაზში ნიჭიერი სამხრეთამერიკელი ფლორენტინო პერესმა წარადგინა. "ფლამენგოს" აღზრდილი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევრო გახლდათ, მისი კონტრაქტი "ბლანკოსებთან" 6-წლიანია. რეინიერს ბრაზილიურ კლუბში საერთო ჯამში 15 მატჩი აქვს ჩატარებული, 6 გოლი გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები