Belive

რეალისა და პოგბას გზები საბოლოოდ გაიყო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, პოლ პოგბას მიმართ სამეფო კლუბის ინტერესი სულ უფრო იზრდებოდა, თუმცა უახლესი ინფორმაციის თანახმად ფეხბურთელსა და "რეალს" შორის შეთანხმება ვერ შედგა. აღსანიშნავია, რომ პოგბასა და "ბლანკოსის" დაკავშირებით აქტიურად იყო დაინტერესებული ფრანგი ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლაც. Marca-ს ცნობით, მადრიდელებს პოლ პოგბას სატრანსფერო ღირებულება ეძვირათ, რის გამოც ყველაფერი ჩაიშალა. Marca ასევე იუწყება, რომ პოგბას "რეალში" ვერ გადმოსვლა, არამხოლოდ ფეხბურთელის "დამსახურებაა", "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურები, ისევე როგორც პოგბა საკმაოდ დიდ თანხას სთხოვდნენ მადრიდელებს. პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედს 105 მილიონ ევროდ 2016 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში პოგბამ ტრავმის გამო "წითელი ეშმაკების" მაისურით მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები