რეალის კიდევ ერთი ტრავმირებული: ტრენტი 2025 წელს ვეღარ ითამაშებს
მადრიდის რეალის და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ლა ლიგის მე-15 ტურის მატჩში ბილბაოს ალტეტიკთან (3:0) ტრავმა მიიღო.
27 წლის ფეხბურთელის გამოკვლევის შედეგებით, ინგლისელს მარცხენა ფეხის ოთხთავა კუნთის დაზიანება დაუდგინდა. გამოჯანმრთელებისა და მოედანზე დაბრუნებისთვის, არნოლდს 2 თვე დასჭირდება. შესაბამისად, 2025 წელს დარჩენილ მატჩებში არნოლდი მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებს.
ლივერპულიდან მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ, ტრენტმა ყველა ტურნირზე 16 მატჩში ითამაშა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
მადრიდის რეალი ლა ლიგაში ნათამაშები 15 მატჩის შემდეგ 36 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ბარსელონას მინიმალური სხვაობით ჩამორჩება. შემდეგი მატჩი დედაქალაქელებმა საშინაო კედლებში, 8 დეკემბერს, ვიგოს სელტასთან უნდა გამართონ.