Belive

რეალი საკუთარ ფეხბურთელებს Twitter-ის ოფიციალური ვერიფიკაციის საფასურს გადაუხდის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ცნობილია, ახალი კანონმდებლობის თანახმად სოაცილურ ქსელ “Twitter”-ზე, არაერთ ცნობილ ადამიანს ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი გაუუქმდა. ამის მიზეზი კი, ილონ მასკის გადაწყვეტილებაა, რითიც ამიერიდან Twitter-ის ვერიფიკაციისთვის მომხმარებელს წელიწადში $84 დოლარის გადახდა მოუწევს.

ამ სიაში მოხვდა კრიშტიანუ რონალდუც, რომელსაც თუ “Twitter”-ზე ოფიციალური ლურჯი ნიშანი სურს, წლის განმავლობაში 84$-ის გადახდა მოუწევს.

მადრიდის "რეალის" გადაწყვეტილებით, ისინი საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს "Twitter"-ის ყოველთვიურ გადასახადს გადაუხდიან, რადგან მოთამაშეებმა შეინარჩუნონ სოციალური ქსელის ოფიციალური ვეფირიკაციის ნიშნები.

"სამეფო კლუბი", რომელიც ყველაზე პოპულარული კლუბია "Twitter"-ზე და მათ 47.3 მილიონი გამომწერი ჰყავთ. "რეალი" თვეში 1000 დოლარს იხდის იმისათვის, რომ მათ ოფიციალური, ლურჯი ვერიფიკაცია ჰქონდეთ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ახალი პროტოკოლის თანახმად, ის ადამიანები, რომლებსაც 1 მილიონზე ნაკლები გამომწერი ჰყავთ, ოფიციალურ ვერიფიკაციას ვერ მიიღებენ. მადრიდის "რეალში" კი ორი ასეთი ფეხბურთელია - ხესუს ვალეხო (260 000 გამომწერი) და ალვარო ოდრიოსოლა (343 000 გამომწერი).

სხვა სტატიები