Belive

რეალი - რომა (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, მიმდინარე სეზონს საშინაო მატჩით ხსნის. UEFA-ს უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ზედიზედ სამჯერ ტრიუმფით დასრულების შემდეგ, მადრიდის "რეალი" კვლავ ფავორიტის სტატუსს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ "ბლანკოსი" ზინედინ ზიდანმა და კრიშტიანუ რონალდუმ დატოვეს, "სამეფო კლუბი", მიმდინარე სეზონში კვლავ ბრწყინვალედ ასპარეზობს. მადრიდელები საკუთარ მოედანზე უპირობო ფავორიტის სტატუსით სარგებლობენ. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული უკანასკნელი 42 მატჩიდან, "ბლანკოსი" მხოლოდ ორჯერ დამარცხდა, 34 შეხვედრაში კი გამარჯვება მოიპოვა. გასული სეზონისაგან განსხვავებით, "რომა" არც ისე სახარბიელო ფორმაში იმყოფება. იტალიის სერია ა-ს განვლილ ოთხ ტურში, "ჯალოროსიმ" მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ გასვლით მატჩებში კი რომაელთა სტატისტიკა კიდევ უფრო საგანგაშოა. ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი 4 გასვლითი მატჩიდან, "რომამ" ოთხივე დათმო, უკანასკნელი გასვლითი გამარჯვება კი "ყარაბახის" წინააღმდეგ, თითქმის 1 წლის წინ მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩის წინ, რამდენიმე საინტერესო ფაქტს გთავაზობთ:
  • UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის "რეალის" მიერ ჩატარებულ უკანასკნელ 10 შეხვედრაში, 2.5 გოლზე მეტი გავიდა. 
  • UEFA- ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული უკანასკნელი 9 შეხვედრიდან, "ბლანკოსმა" 8 მატჩში მინიმუმ 2 გოლის გატანა შეძლო.
  • UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე, "რომას" მიერ ჩატარებულ უკანასკნელ 4 შეხვედრაში, 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
  • ყველა ტურნირზე, უკანასკნელი სამი შეხვედრიდან, "რეალმა" - "რომა" სამივე მატჩში დაამარცხა.
  • ყველა ტურნირზე გამართული უკანასკნელი სამი მატჩიდან, "რეალმა" - "რომას" სამივე მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაუტანა.
  • UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული უკანასკნელი სამი მატჩიდან, "რომამ" სამივე შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები