Belive

რეალი კეილორ ნავასს ემშვიდობება: მადრიდში პირველი კურტუაა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ 2019-20 წლების სეზონში გუნდის პირველი მეკარე ტიბო კურტუა იქნება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თითქმის დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კეილორ ნავასი ზაფხულში "რეალს" დატოვებს. ზიდანის პირველი მოსვლის შემდეგ, ის მისი ფავორიტი იყო და ნავასი მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. თუმცა გასულ ზაფხულს გუნდმა კიდევ უფრო გაძლიერება გადაწყვიტა და ბელგიელი მეკარე, ტიბო კურტუა შეიძინა. კეილორ ნავასი სეზონის ბოლო შეხვედრას "ბეტისის" წინააღმდეგ დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. მადრიდში გატარებული 5 წლის შემდეგ, ნავასი გუნდს საკმაოდ ბევრი ტიტულით დატოვებს. მან 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ ლა ლიგა, 3-ჯერ ევროპის სუპერ თასი, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ერთხელ ესპანეთის სუპერ თასი. კეილორ ნავასი "რეალში" 2014 წელს "ლევანტედან" გადავიდა. ამ დროის განმავლობაში 161 მატჩის ჩატარება მოასწრო.  

სხვა სტატიები