რეალი და ბარსა ერთი ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ
მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში ხილბერტო მორას მიერ გატანილი სადებიუტო გოლი, რეალისა და ბარსელონასთვის მკაფიო სიგნალი აღმოჩნდა - 17 წლის ტალანტმა, კოლუმბიასთან, „აცტეკაზე“ გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:1) თავი ბრწყინვალე გოლით გამოიჩინა.
🪄🇲🇽 Gilberto Mora becomes the youngest goalscorer in Mexico history at just 17 years old. And what a way to do it against Colombia. 👏✨pic.twitter.com/A7GsPPh0wd
— Tekkers Foot (@tekkersfoot) September 27, 2026
გამოცემა AS-ის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესმა ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო, ხოლო რეალი და ბარსელონა მექსიკურ ბაზარს დიდ კომერციულ პოტენციალად განიხილავენ. ამ გოლით მორა მექსიკის ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა (17 წლისა და 347 დღის ასაკში).
სანაკრებო პაუზისას, მთავარმა მწვრთნელმა, რაფა მარკესმა მას 10-ნომრიანი მაისური მიანდო, რითაც ის ამ ნომრით მოთამაშე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელადაც მოევლინა ნაკრებს.
მოზარდი სამშობლოში უკვე ნამდვილ გმირად ითვლება, განსაკუთრებით 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ. მორამ ცოტა ხნის წინ ტიხუანასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რაც ევროპულ გრანდში მოსალოდნელი ტრანსფერის წინაპირობად განიხილება.
სხვა სტატიები
ჰანსი ფლიკი თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
10 საათის წინ ფეხბურთი
რაფინია ამხანაგურში ტრავმის გამო შეცვალეს
11 საათის წინ ფეხბურთი