Belive

რეალი არგენტინელ ამომავალ ვარსკვლავს იმატებს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინული კლუბის, რივერ პლეიტის წარმომადგენელმა ხუთშაბათს „როიტერსს“ განუცხადა, რომ რეალ მადრიდი დათანხმდა ახალგაზრდა თავდამსხმელის, ფრანკო მასტანტუონოს შეძენას, რაც დაახლოებით 45 მილიონი დოლარი დაუჯდება.

17 წლის მასტანტუონოს დებიუტი რივერში 2024 წლის იანვარში შედგა და ადგილობრივი მედია მას არგენტინული ფეხბურთიდან წამოსულ ახალ საოცრებად მიიჩნევს.

ნიჭიერმა ცაციამ, თავი მწვრთნელ მარსელო გალარდოს ხელმძღვანელობით, სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა და მალევე ბუენოს აირესში დაფუძნებული გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა.

მასტანტუონო სხვა დიდ ევროპულ კლუბებსაც აინტერესებდათ. ადგილობრივი პრესის ცნობით, რივერი შემტევი ნახევარმცველის კლუბში იჯარით დეკემბრამდე დატოვებას გეგმავს, რათა ლიბერტადორესის თასი დაასრულოს.

სხვა სტატიები