Belive

რაზე ისაუბრეს ტიბო კურტუამ და ოლივიე ჟირუმ გასახდელში?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ლონდონის "ჩელსი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ. ესპანეთის დედაქალაქში გამართული შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში გოლები ესპანური კლუბის მხრიდან კრისტიან პულიშიჩმა, ხოლო ესპანელთაგან ქარიმ ბენზემამ გაიტანეს, თუმცა შესაძლოა მატჩი "არისტოკრატების" გამარჯვებით დასრულებულიყო. ინგლისელებმა არაერთი სახიფათო ეპიზოდი შექმნეს, ყველაზე რეალური კი ტიმო ვერნერის შანსი იყო, რომელიც მან პირველ ნახევარში მიიღო. გერმანელი თავდამსხმელის დარტყმულის შემდეგ, ბურთი ფეხით სწორედ "ჩელსის" ყოფილმა მეკარემ, ტიბო კურტუამ მოიგერია. შესვენებაზე, ხსენებული ეპიზოდი ყოფილმა თანაგუნდელებმა გაარჩიეს და საინტერესო დიალოგიც გამართეს. ოლივიე ჟირუმ ბელგიელ გოლკიპერს უთხრა: "ტიმოს წინააღმდეგ მოგერიება, ჰუჰ", რაზეც კურტუამ უპასუხა: "მე უბრალოდ ის გავაკეთე, რომ ფეხი გვერდზე გავწიე".

ფრანგული გამოცემები წერენ, რომ გასახდელში შემდგარი დიალოგი ფრანგი ფორვარდის მიერ ყოფილი თანაგუნდელისთვის ნათქვამი ეპითეტით დასრულდა, რომელიც შემდეგი შინაარსისა იყო: "შენ წარმოუდგენლად მაგარი მეკარე ხარ". ფინალში გასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლა 4 მაისს, "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება.  

სხვა სტატიები