Belive

რაზე იკამათეს ანჩელოტიმ და პიკემ ელ კლასიკოს მიმდინარეობისას?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი გახდა, თუ რა თემაზე იკამათეს ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრის მიმდინარეობის დროის მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ და "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ჟერარდ პიკემ.
"მაშინ, როცა ვინიცუს ჟუნირომა ტრავმა მიიღო, პიკეს ბურთის გადაგდება ვთხოვე - პირველ ტაიმში ჩვენ ზუსტად ასე გავაკეთეთ - თუმცა მან მიპასუხა, რომ "ბარსელონა ამას არასდროს აკეთებს. მიკვირს, თუ ასეა, მაგრამ ეს არ ვიცოდი", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსამ” ელ კლასიკოში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ითამაშა და დამატებით დროში – 2:3 დამარცხდა. “ბლაუგრანას” მხრიდან გამათანაბრებელი გოლები ორჯერ ლუკ დე იონგმა და ანსუ ფატიმ გაიტანეს, ხოლო “სამეფო კლუბის” მხრიდან თავი ვინიციუს ჟუნიორმა და ქარიმ ბენზემამ გამოიჩინეს, გამარჯვების გოლი პირველ დამატებით ტაიმში (98) ფედერიკო ვალვერდემ გაიტანა.

სხვა სტატიები