რაული სომხეთის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, არმან ნიკოღოსიანმა განაცხადა, რომ ნაკრების მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატი ჰყავთ, რომელთაგან ერთი რაულია.
ვერც ერთი მწვრთნელი ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ ისინი ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანენ, ისეთი ექსპერტებიც კი, როგორებიც არიან ანჩელოტი და გვარდიოლა, ვერ მოგცემენ ასეთ გარანტიას.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ, ჩვენგან წავიდა ოლეკსანდრ პეტრაკოვი და მადლობა გადავუხადეთ გაწეული მუშაობისთვის. პეტრაკოვს ჰქონდა პირადი პრობლემები, რამაც გადაწყვეტილების სწრაფად მიღება გვაიძულა. მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები დარჩნენ და აგრძელებენ მუშაობას.
ჩვენ განვიხილავთ ორ ვარიანტს: მწვრთნელის დანიშვნას უახლოეს ორ მატჩში ან მომავალი წლიდან. ბევრი კანდიდატია, მათ შორის არის რაულიც - განაცხადა არმან ნიკოღოსიანმა
აღსანიშნავია, რომ რაული ამჟამად "კასტილიას" წრთვნის. პეტრაკოვი სომხეთის ეროვნულ გუნდს 2023 წლის 14 იანვარს ჩაუდგა სათავეში. 67 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა 18 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 4 მოიგო.