რატომ შეცვალეს ჰალანდი, როდესაც ნორვეგიას ის სჭირდებოდა
გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში, ერთმანეთს ინგლისი და ნორვეგია დაუპირისპირდნენ. ინგლისმა, ჯუდ ბელინგემის დუბლის წყალობით, მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ბევრისთვის მოულოდნელად, როდესაც "ვიკინგები" აგებდნენ და ჰაერივით ჭირდებოდათ გოლის გატანა, ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ერლინგ ჰალანდი, მოედნიდან გაიყვანა. მის ნაცვლად კი, თამაშში, იორგენ სტრანდ ლარსენი ჩაერთო.
მოგვიანებით, ნორვეგიელთა თავკაცმა, ამ მომენტზე თავადაც ისაუბრა.
მისი შეცვლა რთული გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან ის ფიზიკურად დაცლილი იყო. ვფიქრობ, მეორე ტაიმში, ბარძაყზეც მიიღო ძლიერი დარტყმა, რასაც დაღლილობაც დაემატა. შეიძლება უფრო ადრეც უნდა გამეყვანა.
რასაკვირველია, მას შესანიშნავი მსოფლიო ჰქონდა და ხუთ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა. ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და თამაშიდან თამაშამდე, მთელ ძალას და ენერგიას ხარჯავდა.
საერთო ჯამში, ამ მუნდიალზე ძალიან კარგად ვიასპარეზეთ. ინგლისის წინააღმდეგ, რთული პირველი 20 წუთი გვქონდა. ამის მიუხედვად, ყველა შესაძლო თვალსაზრისით, გმირული თამაში ვაჩვენეთ. ფეხბურთელებს ვერაფერს დავაბრალებ. მათგან იმაზე მეტს ვერ მოვითხოვდი, ვიდრე დღეს გაიღეს. - სტოლე სოლბაკენი
Norway boss reveals he was forced to substitute Erling Haaland due to fitness issues https://t.co/y5u14Fa9JU
— talkSPORT (@talkSPORT) July 12, 2026
მარცხის მიუხედავად, ნორვეგია, მეტოქეს, მთელი მატჩის განმავლობაში, ტოლ-სწორად ეთამაშა. "ვიკინგები", ანდრეას შელდერუპის გოლის წყალობით, თამაშსაც იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ჯუდ ბელინგემის დუბლმა გადაწყვიტა.
ამ მარცხით, სკანდინავიელთათვის, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასრულებულია. ინგლისი კი, ისტორიაში მეოთხედ გავიდა ნახევარფიანლში, სადაც ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, არგენტინას დაუპირისპირდება, რომელმაც, თავად შვეიცარია დაამარცხა.
ინგლისისა და არგენტინის დაპირისპირება 15 ივლისს გაიმართება.