Belive

რატომ მივიდა ჟოაო ნევეში ვარჯიშზე ფურგონით? პორტუგალიელმა გულშემატკივრები გააოცა

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენის ვარჯიშზე უბრალო სატვირთო ავტომობილით მისულმა ჟოაო ნევეშმა გულშემატკივართა დიდი ყურადღება მიიპყრო. სოციალურ ქსელებში განთავსებული კადრები, განხილვის თემად იქცა და არაერთი ხუმრობა/ჭორიც გავრცელდა.

პორტუგალიური მედიის ცნობით, ნევეშის გადაწყვეტილებას კონკრეტული მიზეზი აქვს. აი, რას წერს პსჟ-სთან დაახლოებული წყარო, რომელმაც ეს ისტორია სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩინა.

ცნობისთვის: ჟოაო ნევეში ბაზაზე ნამდვილად ფურგონით მოვიდა, თუმცა, ამ ყველაფრის უკან კონკრეტული მიზეზი იმალებოდა. მიზეზი, რომლის გამოც მას კიდევ უფრო მეტად ვცემთ პატივს და რაც ამტკიცებს, თუ როგორი არაჩვეულებრივი ადამიანია ის. ევროპის ორგზის ჩემპიონს საბარგულში ასობით ნივთი ჰქონდა მოთავსებული, რომლებიც მან პსჟ-ის ფონდის საქველმოქმედო საქმიანობისთვის გაიღო! ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად წარმოუდგენელი, თავმდაბალი და გუნდური სულისკვეთების მქონე ადამიანია იგი.

,,იმ გამოჩენის უკან, რამაც ღიმილი და ხუმრობები გამოიწვია, საბოლოოდ ისეთი ჟესტი აღმოჩნდა, რომელიც ჟოაო ნევეშზე ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე ნებისმიერი ძვირადღირებული ავტომობილი იტყოდა,'' - წერს პორტუგალიური A BOLA.

სხვა სტატიები