Belive

რატომ გაუცვალა ლეაომ კვარას მაისური? - პორტუგალიელის პასუხი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' თავდამსხმელმა, რაფაელ ლეაომ, ,,ნაპოლისთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ვიცოდით, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი ძლიერ მეტოქესთან, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. ხალხის ლაპარაკმა დამატებითი მოტივაცია მოგვცა. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს, რადგან ყველამ ბევრი ვიმუშავეთ და ,,მილანი'' სწორედ ეს არის.

,,ნაპოლისთან'' მიახლოება გვინდა, სერია A-ში ეს ჩვენი მიზანია. ჩემპიონთა ლიგა კი განსხვავებული ტურნირია.

მაისური კვარასთან გავცვალე, შემიძლია ვთქვა, რომ მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. მომწონს, რასაც მოედანზე აკეთებს, ვფიქრობ, ერთი სტილის ფეხბურთელები ვართ, ის ფანტასტიკურ სეზონს ატარებს,'' - განაცხადა ლეაომ.

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,მილანს” უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა

28 ტურის შემდეგ, ნეაპოლელები 71 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 7 აპრილს, ,,ლეჩესთან” სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები