Belive

რატომ ატარებენ ტოტენჰემის ფეხბურთელები პატარა სამნიშნა ნომრებს?

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტოტენჰემის ფეხბურთელებს, მაისურების უკანა მხარეს, პატარა სამნიშნა ნომრები ენიჭებათ. ნომრები თითოეული მოთამაშისთვის უნიკალურია და ისინი მათ 2023 წლიდან ატარებენ. 2024/25 წლების წარუმატებელი სეზონის შემდეგ (მე-17 ადგილი პრემიერ ლიგაში), ტოტენჰემმა ახალი სეზონი კარგად დაიწყო და ხუთი მატჩის შემდეგ, ცხრილში მესამე ადგილზეა.

უნიკალური სამნიშნა ნომრები, მაისურების უკანა მხარეს, საყელოს ქვემოთაა დაბეჭდილი, ტოტენჰემის ფორმებზე ამ ნომრებს 2023 წლიდან, კრისტალ პალასთან 2:1 გამარჯვების შემდეგ ვხედავთ.

ამ ციფრებს გუნდში „მემკვიდრეობითი ნომრები“ ეწოდება. ნომერი ფეხბურთელს მას შემდეგ ენიჭება, რაც ის ტოტენჰემის მაისურით პირველ მატჩს ჩაატარებს (დებიუტი კლუბში). მაგალითად, ამ სეზონში ტოტენჰემში გადაბარგებული ხავი სიმონსის 'მემკვიდრეობითი ნომერი' 898-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმონსი 898-ე უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც ლონდონელთა რიგებში უთამაშია.

სხვა სტატიები