რატომ არასდროს არ იკრავს თმას კუკურელია?! | ემოციური პასუხი
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის - მარკ კუკურელიას გაშლილი, ხუჭუჭი თმა მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად იმიჯად იქცა. სანამ სხვა გრძელთმიანი ფეხბურთელები, მათ შორის ერლინგ ჰოლანდი, მატჩის წინ თმას იკრავენ, კუკურელია მას ყოველთვის გაშლილს იტოვებს.
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის მცველის ამ გადაწყვეტილების უკან, როგორც ირკვევა, ემოციური და ძალიან პირადული ისტორია დგას - თავად ფეხბურთელის ინფორმაციით, საფეხბურთო მოედანზე თმას იმისთვის არ იკრავს, რომ მის უფროს ვაჟს, მატეოს, რომელსაც აუტიზმის სპექტრის დარღვევა აქვს, მამას ცნობა მოედანზე მარტივად შეეძლოს.
Cucurella: “Otizmli bir oğlum var, keşke hiç param olmasaydı da oğlum sağlıklı olsaydı.
— DarkWeb Haber (@darkwebhaber) July 23, 2026
Saçlarımı o sevdiği için uzatıyorum; bir de bir an beni unutursa tanıyabilsin diye…” pic.twitter.com/Fub8hwxyv0
კუკურელიას ოჯახის შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში, კუკურელიამ და მისმა მეუღლემ, კლაუდია როდრიგესმა, მატეოს აღზრდაზე ღიად ისაუბრეს. როდრიგესმა გაიხსენა, თუ რამდენად მძიმე იყო ოფიციალურ დიაგნოზამდე პერიოდი, როდესაც ბავშვს ბაღში ტოვებდნენ და სახლში ცრემლებით ბრუნდებოდნენ. თავად ფეხბურთელმაც ვერ შეიკავა ემოციები და აღნიშნა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე შვილის აღზრდისთვის არავინ გამზადებს.
„ეს არავის უსწავლებია, უბრალოდ უნდა ისწავლო, როგორ გაუგო მას“. - მარკ კუკურელია
კუკურელიას ოჯახისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი გარემო. მისმა ახალმა კლუბმა, მადრიდის რეალმა (ივნისში გადავიდა), სპეციალური ფონდის მეშვეობით არაერთი სპორტული პროგრამა შექმნა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის.
თმის ვარცხნილობის მიღმა მდგარმა ამ თბილმა ისტორიამ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დაანახა, თუ როგორი მზრუნველი და სამაგალითო მამაა ესპანელი ფეხბურთელი.