Belive

რატომ არ შედგა ჰოლანდის ტრანსფერი ბაიერნში? - სალიჰამიჯიჩის პასუხი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, დაადასტურა, რომ ,,რეკორდმაისტერი'' ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს მართავდა:

,,რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა, ეს საიდუმლო არ არის. ვისაუბრეთ იმაზე თუ რისი გაკეთება შეგვეძლო ერთად. საბოლოოდ, ტრანსფერი სხვადასხვა მიზეზების გამო არ შედგა. ფეხბურთელის დადანაშაულება არ მსურს, მან ის ვარიანტი აირჩია, რომელიც, მისი აზრით, მისთვის საუკეთესო იყო.

ვფიქრობ, ყველამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვგეგმავთ თუ არა ახალი თავდამსხმელის დამატებას? რა თქმა უნდა, ამ სეზონის ან მომდევნო სეზონის შემდეგ. ახლა გუნდში გამორჩეული ფეხბურთელები გვყავს,'' - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.

ჰოლანდმა ,,მანჩსტერ სიტისთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისური მედიის ცნობით, მისი ანაზღაურება კვირაში 440 ათასი ევრო იქნება.

ნორვეგიელი ,,დორტმუნდში” 2020 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში თავდამსხმელმა გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები