რატომ არ ითამაშა მბაპემ სიტისთან? - ჩაბი ალონსოს განმარტება
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, ჩაბი ალონსო განმარტავს, თუ რატომ არ ითამაშა კილიან მბაპემ უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეექვსე ტურის მატჩში მანჩესტერ სიტის პირისპირ.
"კილიან მბაპე სათამაშოდ მზად არ არის. ვნახეთ, გვქონდა თუ არა შესაძლებლობა, რომ მატჩის მიწურულს მოედანზე გამოგვეყვანა, მაგრამ თავს კარგად არ გრძნობდა.
საქმე ის არაა, რომ 100%-ით არ იხარჯება ან რისკის გაწევა არ სურს. უბრალოდ რისკი არსებობს და ჩვენ ის სწორად უნდა შევაფასოთ.
ნათელია, რომ კილიანი არის კილიანი, მაგრამ გონსალო გარსიასაც ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენთვის. შესაძლებლობები ნებისმიერ სიტუაციაში ჩნდება და გონსალო სულ მზად არის. მან ეს უკვე დაამტკიცა და ჩვენ მისი სრულად გვჯერა", - ამბობს კილიან მბაპე.
მადრიდის რეალმა მანჩესტერ სიტისთან საშინაო კედლებში (1:2) წააგო და უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში 6 ტურის შემდეგ დაგროვებული 12 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.