Belive

რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ ძირითადში? - გარსიას პასუხი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას, ,,ემპოლისთან'' მატჩის წინ ჰკითხეს, რატომ არ დააყენა ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში:

,,4-2-3-1 სქემა და ხვიჩას გამორიცხვა? გამორიცხვა ცუდი სიტყვაა, უბრალოდ, კვარამ ცოტა უნდა ამოისუნთქოს და მეორე ტაიმში მატჩის გარდატეხაში დაგვეხმაროს. გეგმა სწორედ ეს არის.

ახალი ძალები და ფეხბურთელები გვჭირდება, გოლები უნდა გავიტანოთ, რისთვისაც საჯარიმოში უფრო მეტი მოთამაშის ყოფნაა საჭირო, ასეთ დროს რასპადორისა და სიმეონეს სარგებლის მოტანა შეუძლიათ. - რუდი გარსია

,,ნაპოლისა'' და ,,ემპოლის'' შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

სხვა სტატიები