Belive

რატომ არ დაარტყა ვინისიუსმა პენალტი? ანჩელოტის პასუხი

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ნორვეგიასთან გამართული მატჩი შეაფასა.

იტალიელ სპეციალისტს, ჰკითხეს, რატომ დაარტყა პენალტი ბრუნო გიმარაესმა და არა, მაგალითად, ვინისიუს ჟუნიორმა:

,,რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. ვფიქრობ, აქამდე არცთუ ისე კარგი მსოფლიო ჩემპიონატი გვქონდა, დღეს კი, მიმაჩნია, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით.

როდესაც ასეთი მომენტი დგება, უნდა ჩავთვალოთ, რომ მარცხი ახალი თავგადასავლის დასაწყისია. უნდა გავაგრძელოთ მომატება და ახალი იდეების ძიება. ეს მარცხი დასასრული კი არა, ახალი ციკლის დასაწყისია.

ვფიქრობ, მთლიანობაში თამაში კარგად მიმდინარეობდა, ბევრი მომენტი გვქონდა როგორც პირველ ტაიმში, ისე მეორეშიც, როცა ანგარიში 0:0 იყო. ცვლილებების მიზანი იყო, რომ თამაშისთვის სიახლე და სიღრმე შეგვემატებინა და მატჩის მოგება გვეცადა.

რატომ არ დაარტყა პენალტი ვინისიუსმა? გასული წლის სტატისტიკას გადავხედეთ: საუკეთესო შემსრულებელი ნეიმარი იყო, შემდეგ იგორ ტიაგო, რაფინია, ბრუნო და მარტინელი.

ჩავთვალეთ, რომ ბრუნო გიმარაესი მოედანზე საუკეთესო იყო.“ - კარლო ანჩელოტი

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილის ეროვნული ნაკრები ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

სტოლე სოლბაკენის გუნდის მომავალი მეტოქე მექსიკა ან ინგლისი იქნება.

სხვა სტატიები