Belive

რაშფორდმა მანჩესტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' შემტევმა, მარკუს რაშფორდმა ,,წითელ ეშმაკებთან'' ხელშეკრულება 2028 წლამდე გაახანგრძლივა.

ინგლისური მედიის ცნობით, ახალი კონტრაქტის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება კვირაში 325 ათასი ფუნტი იქნება.

,,მანჩესტერ იუნაიტედში 7 წლის ასაკში ოცნებით მოვედი. ამ წარმოუდგენელ გუნდში თამაშით უკვე დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი და მინდა, რომ ტიტულები მოვიგო.

გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სასურველ დონეს მივაღწიოთ'' - განაცხადა რაშფორდმა.

რაშფორდი ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' 2015 წლიდან თამაშობს. ინგლისელმა გასულ სეზონში ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 56 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები