Belive

რაფინიამ ხავის ბოდიში მოუხადა | ბრაზილიელმა შეცვლისას ემოციები ვერ მოთოკა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გუშინ ევროპა ლიგის 1/16 ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. გუნდები ქულები გაიყვეს და მატჩი 2:2 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა ინგლისში, "ოლდ ტრაფორდზე" 23 თებერვალს, 23:55 საათზე არის ჩანიშნული.

აღნიშნული შეხვედრის 83-ე წუთზე კატალონიელთა თავკაცმა რაფინია მოედნიდან გაიყვანა, რაზეც ბრაზილიელს არც თუ ისე მისაღები რეაქცია ჰქონდა. მისი უკმაყოფილება აშკარა იყო, ემოციები ვერ მოთოკა და როგორც შემდეგ თვითონ აღნიშნა, არასწორად მოიქცა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რაფინიამ განაცხადა, რომ მისი ასეთი საქციელი არასწორი იყო.

"თამაშის შემდეგ მწვრთნელს ვესაუბრე და ბოდიშიც მოვუხადე. მინდა ყველას მოვუხადო ბოდიში მწვრთნელს, ფერანს და გულშემატკივრებს, თუმცა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მოედანზე ყოფნა ძალიან გვინდა. ყველანი ადამიანები ვართ და გვაქვს მომენტები, როდესაც ემოციებს ვერ ვაკონტროლებთ. ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი." - განაცხადა რაფინიამ.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი თავად ხავიმაც გააკეთა:

"მე მშვენივრად მესმის მისი, ეს ჩემს კარიერაშიც მომხდარა. მაგრამ, ვთვლი, რომ გადაწყვეტილებებს გუნდის სასიკეთოდ ვიღებ. მან ბოდიში უკვე მომიხადა, თუმცა ვალდებული არ იყო."

ვიდრე "ბარსელონა" ევროპა ლიგის განმეორებით შეხვედრა ითამაშებს, ლა ლიგაში "კადისს" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა 19 თებერვალს 23:55 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები