Belive

რაფაელ ვან დერ ვაარტი ლაშა პარუნაშვილის გუნდის მწვრთნელი გახდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ნიდერლანდელი მწვრთნელი, რაფაელ ვან დერ ვაარტი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ლაშა პარუნაშვილის გუნდის მწვრთნელი გახდა. ნიდერლანდების ნაკრების, მადრიდის "რეალის", ამსტერდამის "აიაქსის", "ჰამბურგის", "ტოტენჰემის" და "რეალ ბეტისის" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა კარიერა დანიის სუპერლიგის ბინადარ "ესბიერგში" დაასრულა და 28 წლის ქართველ ფეხბურთელთან ერთად, მოედანზეც 4-ჯერ გავიდა. 38 წლის ნიდერლანდელი, რომელსაც ჯერ სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, "ესბიერგში" მთავარი მწვრთნელის, ჯონ ლამერსის თანაშემწედ იმუშავებს. "დინამო თბილისის", "საბურთალოს",  ბოლნისის "სიონის" ყოფილი ნახევემარვცლი "ესბიერგთან", რომელშიც წარსულში ბუდუ ზივზივაძეს და ოთარ კაკაბაძესაც უთამაშიათ, დანიურ კლუბში 2017 წლის შემდეგ ირიცხება და 128 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები