Belive

რანიერის კლასი - ინგლისური ტრადიცია სერია ა-ში

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია ა-ს 35-ე ტურში ,,სამპდორიას'' ფეხბურთელებმა იტალიის ჩემპიონს - ,,ინტერს'', მატჩის დაწყების წინ საპატიო კორიდორი მოუწყეს. როგორც გაირკვა, გენუელთა ჟესტის ინიციატორი, ,,სამპდორიას'' მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი აღმოჩნდა:

,,კუალიარელასა და ბიჭებს ვუთხარი, რომ პატივისცემა ისე გამოგვეხატა, როგორც ამას ინგლისში აკეთებენ, ყველანი მაშინვე დამთანხმდნენ. ეს სპორტია... მიმაჩნია, რომ სპორტი ასეთ პატარა ჟესტებშიც უნდა გამოიხატოს, განსაკუთრებით გუნდისთვის, რომელმაც ჩემპიონატი სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე მოიგო. ,,საპატიო კორიდორი'' ,,ლესტერში'' ჩემპიონობისას ,,ჩელსის'' ფეხბურთელებმა გაგვიკეთეს,'' - განაცხადა რანიერიმ.

 

სხვა სტატიები