Belive

რამოსს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 200 მატჩის ჩატარება სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, სერხიო რამოსი ახალ რეკორდს უმიზნებს. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 200 მატჩის ჩატარება სურს. 8 სექტემბერს რამოსმა ეროვნულ ნაკრებში 167-ე შეხვედრა ჩაატარა და ამით იკერ კასილასის რეკორდი გაიმეორა. ესპანეთის ნაკრებმა ფარერის კუნძულების ნაკრებს 4:0 მოუგო.
"მე ვიცი, რომ შემიძლია კიდევ დიდხანს ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში" - განაცხადა რამოსმა.
სერხიო რამოსს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა. 167 შეხვედრაში მას 21 ბურთი აქვს გატანილი.  

სხვა სტატიები