Belive

რამოსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ოქროს ბურთის მოგებაში დახმარებას სთხოვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც სერხიო რამოსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ოქროს ბურთის მოგებაში დახმარებას სთხოვს. როგორც ესპანელი მცველი ჩანაწერში ამბობს, მან დიდი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ "რეალს" 2020 წელს ლა ლიგა მოეგო. ყველას გვახსოვს, რომ მარტში ყველანაირი  სპორტული ღონისძიება დროებით შეჩერდა, კორონა ვირუსის გამო. მას შემდეგ, რაც ლა ლიგა დაბრუნდა, 2020 წლის ივნისში, მადრიდელებს 10 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ  და ამ ყველაფრის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონებიც გახდნენ. ამ დროს რამოსი მადრიდელთა კაპიტანი იყო და მისი როლი გადამწყვეტი იყო სამეფო  კლუბის წარმატებაში. რამოსს სჯერა, რომ მას ეკუთვნოდა ფეხბურთში უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდო. Mundo Deportivo-ს ცნობით, სერხიო რამოსისა და  ლუის რუბიალესის ეს საუბარი ჩაწერილია 2020 წლის აგვისტომდე. დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიამდე  დაახლოებით სამი თვით ადრე. ესპანელი მცველის დახმარების თხოვნა აშკარად ჩანს ჩანაწერში:
"თქვენ იცით, რომ არასდროს არაფერი მითხოვია თქვენთვის. ეს  განსაკუთრებული წელი იყო, ვინაიდან უამრავი საფეხბურთო სპექტაკლი შევთავაზეთ გულშემატკივარს, რომლის მთავარი გმირიც მე ვიყავი. მინდა დამეხმარო რითაც შეგიძლია და გამოიყენო შენი კავშირები უეფაში. მთელი ცხოვრება შენი მადლობელი ვიქნები. ამას არა მხოლოდ მე, არამედ  ესპანური ფეხბურთიც  იმსახურებს." - უთხრა რამოსმა რუბიალესს.
Daily Mail- ის ცნობით რუბიალესმა უპასუხა, რომ სერხიო ისედაც მოიგებდა ოქროს ბურთს, რადგან ეს მას ეკუთვნოდა. მან ასევე თქვა, რომ აპირებდა რამოსის დახმარებას ყველაფერში,თუმცა, აღიარა, რომ ის არ წყვეტს თუ ვინ მიიღებს ჯილდოს და ამიტომ ვერაფერს  დაპირდებოდა.   მიუხედავად  რამოსის  ბრწყინვალე სეზონისა, იყო ერთი ადამიანი, რომელიც იმ სეზონში, ბევრის აზრით,  ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატი იყო - რობერტ ლევანდოვსკი. ბუკმეიკერები სწორედ პოლონელ ფეხბურთელს ასახელებდნენ ამ ტიტულის ფავორიტად. რობერტმა შეძლო და  გაიტანა მეტი გოლი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მოთამაშემ ევროპაში, თუმცა ჯილდო საბოლოოდ გაუქმდა, პანდემიის გამო.      
 
 

სხვა სტატიები