რამდენი ქულით აჯობა კეინმა მბაპეს?
ჰარი კეინმა კილიან მბაპეს „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მხოლოდ 28 ქულით აჯობა, რაც ამ საპატიო ჯილდოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ''ახლო" შედეგად იქცა.
მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი, ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, ვინც ეს პრიზი მოიპოვა. ამავდროულად, ბაიერნისთვის ეს პირველი „ოქროს ბურთი“ იყო ბოლო 45 წლის მანძილზე, ხოლო გერმანული კლუბის მოთამაშისთვის - პირველი 1996 წლის შემდეგ.
ინგლისის ნაკრების ლიდერმა, გასულ სეზონში, კლუბისა და ნაკრების მაისურით ჯამში 73 გოლი გაიტანა და ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
თავის მხრივ, კილიან მბაპემ გასულ სეზონში, რეალ მადრიდისთვის 42 გოლი შეაგდო, ზაფხულში კი, საფრანგეთის ნაკრებში მიმდინარე ტურნირზე გატანილი 10 გოლის წყალობით (ჯამში 22), მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის მიერ გამოქვეყნებულმა ხმის მიცემის დეტალურმა შედეგებმა ცხადყო, თუ რამდენად მწვავე იყო ბრძოლა ორ თავდამსხმელს შორის: კეინმა 40 პირველი ადგილი და ჯამში 1055 ქულა მიიღო, ხოლო ვიცე-ჩემპიონ მბაპეს აქტივში 23 პირველი ადგილი და 1027 ქულა იყო (სხვაობა 28 ქულა). გამოცემის ცნობით, ეს ჯილდოს 70-წლიან ისტორიაში, მეორე ყველაზე მჭიდრო შედეგია. 2019 წელს, ლიონელ მესიმ ვირჯილ ვან დეიკს 7 ქულით აჯობა.
2026 წლის „ოქროს ბურთის“ საუკეთესო ათეული:
ჰარი კეინი (ინგლისი, ბაიერნი) - 1 055 ქულა
კილიან მბაპე (საფრანგეთი, რეალი) - 1 027 ქულა
ლამინე იამალი (ესპანეთი, ბარსელონა) - 881 ქულა
როდრი (ესპანეთი, მანჩესტერ სიტი / ბარსელონა) - 726 ქულა
ლიონელ მესი (არგენტინა, ინტერ მაიამი) - 612 ქულა
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, პარი სენ-ჟერმენი) - 541 ქულა
უსმან დემბელე (საფრანგეთი, პარი სენ-ჟერმენი) - 418 ქულა
ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია, მანჩესტერ სიტი) - 378 ქულა
მაიკლ ოლისე (საფრანგეთი, ბაიერნი) - 296 ქულა
10. ფაბიან რუისი (ესპანეთი, პარი სენ-ჟერმენი) - 201 ქულა
🚨 𝐎𝐅𝐅𝐈𝐂𝐈𝐀𝐋: 𝐓𝐇𝐄 𝐃𝐈𝐅𝐅𝐄𝐑𝐄𝐍𝐂𝐄 𝐁𝐄𝐓𝐖𝐄𝐄𝐍 𝐊𝐀𝐍𝐄 & 𝐌𝐁𝐀𝐏𝐏𝐄 𝐖𝐀𝐒 𝐉𝐔𝐒𝐓 𝟐𝟖 𝐏𝐎𝐈𝐍𝐓𝐒 — 𝐎𝐍𝐄 𝐎𝐅 𝐓𝐇𝐄 𝐒𝐌𝐀𝐋𝐋𝐄𝐒𝐓 𝐌𝐀𝐑𝐆𝐈𝐍𝐒 𝐄𝐕𝐄𝐑 🤯
— 433 (@433) October 30, 2026
The full Ballon d’Or voting results have been revealed, and the gap between winner Harry… pic.twitter.com/IGbbp59QeN
მეექვსე ადგილზე გასული ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს გარდა) მხოლოდ ერთმა ქვეყანამ გაიყვანა პირველ ადგილზე - ეს საბერძნეთიდან წარდგენილმა ჟურნალისტმა გააკეთა.